რუსებმა უკრაინას 128 დრონით შეუტიეს - 19 დასახლება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად კიროვოგრადის ოლქში ცხრამეტი დასახლებული პინქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიროვოგრადის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი რაიკოვიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წუხელ რეგიონის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მტრის კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. ამჯერად, ნოვოუკრაინსკის რაიონში. ცხრამეტი დასახლება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, - აღნიშნა ოლქის ხელმძღვანელმა.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსები წუხელ უკრაინას 128 დრონით დაესხნენ თავს. აქედან 90-მდე დრონი Shahed-ის ტიპის იყო.

საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ დაფიქსირდა 47 საფრენი აპარატის თავდასხმა 10 ლოკაციაზე.

წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით მტრის 72 დრონი გაანეიტრალეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე