პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილისთვის 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს - ასევე, უწყებამ მისთვის საქართველოს პასპორტის ჩამორთმევა და ქვეყნიდან გამგზავრების აკრძალვა მოითხოვა

საქართველოს პროკურატურა ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით.

აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურამ მოითხოვა ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრება, როგორიცაა საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა“,- განაცხადა გვარაკიძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა