დიმიტრი ხუნდაძე - მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი თანაგუნდელს, თანამებრძოლს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს ეხება - კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ,  სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე პირადი ურთიერთობები

მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაგრამ სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე პირადი ურთიერთობები - პროკურატურის მოთხოვნა [გირაოს შეფარდებაზე] არის თუ არა რელევანტური, ამას არ წყვეტს დეპუტატი, ამას წყვეტს სასამართლო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე განაცხადა.

მისივე თქმით, „კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ" და "კანონი ყველგან იქნება დაცული".

„სამწუხაროა, რა რეალობის წინაშეც დავდექით. მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს. კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ. სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე პირადი ურთიერთობები. გამოძიება გაგრძელდება. ალბათ, უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი, მაგრამ ის რა რეალობაც არის, ეს არის რეალობა. კანონს, რა თქმა უნდა, სჭირდება დაცვა და კანონი ყველგან იქნება დაცული“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე წარუდგინეს. უწყების ცნობით, ღარიბაშვილი 2019-2024 წლებში ფარულად ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას და იღებდა არალეგალურ შემოსავლებს. ამასთან, დეკლარაციებში უთითებდა, თითქოს საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. პროკურატურის განცხადებით, ჩხრეკის შედეგად, მისი ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს. უწყება ღარიბაშვილისთვის 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. ასევე, პროკურატურა მისთვის საქართველოს პასპორტის ჩამორთმევა და ქვეყნიდან გამგზავრების აკრძალვა მოითხოვა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს