რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეზე დაკავებულ თეონა ტალახაძეს სასამართლომ 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თეონა ტალახაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის გადაწყვეტილებით მას 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

„არ მქონია მზაობა, რომ გზა გადამეკეტა. ტროტუარზე ვიდექი და გზაზე გადავირბინე, როდესაც საავტომობილო მოძრაობა აღდგენილი იყო, თუმცა გზაზე არ დავმდგარვარ",- განაცხადა თეონა ტალახაძემ.

თეონა ტალახაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება