რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელი სანქციებითა და იარაღის მიყიდვის შეჩერებით უნდა აიძულონ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დაპირება შეასრულოს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ, ისრაელზე ზეწოლისთვის, მათ შორის სანქციების გამოყენებით ან იარაღის მიყიდვის შეჩერებით, რათა მან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა შეწყვიტოს.

„ისრაელი სანქციებითა და იარაღის მიყიდვის შეჩერებით უნდა აიძულონ, დაპირებები შეასრულოს. ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ ამის მისაღწევად და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ღაზას სექტორის მრავალმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხზე და ანკარა მზადაა, ღაზას სექტორს ყველა საჭირო მხარდაჭერა შესთავაზოს.

საუბარია სამუშაო ჯგუფზე, რომელიც იმოქმედებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მიზნით სამხრეთ ისრაელში აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილი სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრის (CMCC) ფარგლებში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს