ამირან გიგუაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს ეთანხმება

ბრალს ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილი - მას აქვს სიტყვის უფლება, ისარგებლებს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებით მეტ დეტალზე სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება აღკვეთის ღონისძიების სხდომას. დანარჩენი საკითხები, რომელიც გაინტერესებთ, კომენტარებს გავაკეთებთ აღკვეთის ღონისძიების განხილვის შემდეგ. დაცვის პოზიცია არის ისეთი, რომ ამ შემთხვევაში ბრალს ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილი. ყველა განცხადებას და კომენტარს გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება სასამართლო განხილვა. მას აქვს სიტყვის უფლება, ისარგებლებს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, მისცა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენება თანამზრახველებთან დაკავშირებით, ადვოკატის ინფორმაციით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს მსგავსი ჩვენება არ მიუცია.

„არავითარი ჩვენება ირაკლი ღარიბაშვილს არ მიუცია მსგავსი კატეგორიის და ეს საკითხები არის გამოძიების პრეროგატივა“, - განაცხადა გიგუაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს