ამირან გიგუაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს ეთანხმება

ბრალს ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილი - მას აქვს სიტყვის უფლება, ისარგებლებს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებით მეტ დეტალზე სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

„ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება აღკვეთის ღონისძიების სხდომას. დანარჩენი საკითხები, რომელიც გაინტერესებთ, კომენტარებს გავაკეთებთ აღკვეთის ღონისძიების განხილვის შემდეგ. დაცვის პოზიცია არის ისეთი, რომ ამ შემთხვევაში ბრალს ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილი. ყველა განცხადებას და კომენტარს გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება სასამართლო განხილვა. მას აქვს სიტყვის უფლება, ისარგებლებს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, მისცა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენება თანამზრახველებთან დაკავშირებით, ადვოკატის ინფორმაციით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს მსგავსი ჩვენება არ მიუცია.

„არავითარი ჩვენება ირაკლი ღარიბაშვილს არ მიუცია მსგავსი კატეგორიის და ეს საკითხები არის გამოძიების პრეროგატივა“, - განაცხადა გიგუაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე