პროკურორი - ირაკლი ღარიბაშვილმა ტარიელ ღარიბაშვილის სახელზე დაარეგისტრირა სხვადახხვა ქონება, მათ შორის ავტომანქანები, გამოსაკითხი არიან პირები ღარიბაშვილის სანათესაო წრიდან - მაღალი სანქციის შიშით, ის შესაძლოა მიიმალოს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის პროკურორის, ნათია თათიაშვილის განმარტებით, მაღალი სანქციის შიშით, ირაკლი ღარიბაშვილი, შესაძლოა, მიიმალოს და სასჯელის შიში, შესაძლოა, მისი მიმალვის მაპროვოცირებელი გარემოება გახდეს.

პროკურორი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის გამოყენებას, პასპორტის ჩამორთმევას და საზღვრის გადაკვეთის აკრძალვას სთხოვს.

თათიაშვილი გირაოს გადახდის ვადად 30 დღის განსაზღვრას ითხოვს.

პროკურორის თქმით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ღარიბაშვილმა ჩაიდინა მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედება.

სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტებით, ღარიბაშვილი თანამდებობაზე ყოფნის დროს მფარველობდა და შენიღბულად იღბდა დიდი რაოდნეობით შემოსავალს, მას ქონების დეკლარირების ვალდებულება ჰქონდა, თუმცა, ყალბ ფაქტებს უთითებდა. მან წარმომავლობა ხელოვნურად შეუქმნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხას და ლეგალურ ბრუნვაში მოაქცია.

მან ტარიელ ღარიბაშვილის სახელზე დაარეგისტრირა სხვადახხვა ქონება, მათ შორის, ავტომანქანები.

პროკურორის თქმით, ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების როგორც ფრომალური, ასევე ფაქტოვრივი საფუძვლები არსებობს. თათიაშვილი მიუთითებდა, რომ შესაძლოა, ღარიბაშვილმა დანაშაულებრივი ქმედებები გააგრძელოს, მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს და ასევე, მიემალოს გამოძიებას. ამასთან, პროკურორის თქმით, გამოძიება დასრულებული არაა, გამოსაკითხი არიან პირები, რომლებიც ღარიბაშვილის სანათესაო წრიდან არიან.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარე.

ადვოკატ მიხეილ შაყულაშვილის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი არ ედება "არც ღალატზე, არც 4 ოქტომბერზე, არამედ საუბარია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე“.

"ბრალში კი წერია, მაგრამ ეს არ ეხება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას. მას ბრალი არ აქვს მითვისების, ქურდობის, 4 თუ 5 ოქტომბრისათვის. მინდა, მის პიროვნულ მახასიათებლებზე ვისაუბრო, დაწყებული იაფი წამლებით, დამთავრებული მშვიდობის მოტანით ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ადამიანი არის დადებითი პიროვნება“, - განაცხადა შაყულაშვილმა.

პროკურატურა ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ამასთან, უწყება ღარიბაშვილის მიმართ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასაც მოითხოვს, მათ შორის, საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს