პაველ ჰერჩინსკი ზვიად ცეცხლაძის წერილზე - დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის სტანდარტული პრაქტიკაა, უპასუხონ წერილებს - თუ კითხვაა: ბატონო ელჩო, რატომ ხართ სპილო? - არ ვპასუხობთ, მაგრამ თუ კითხვა არსებითია, პასუხს მიიღებთ

მინდა, ძალიან ნათლად განვმარტო და გავიმეორო ის, რაც თქვენს კითხვაზე წერილობითი პასუხის სახით გამოგიგზავნეთ. დიახ, ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის სტანდარტული პრაქტიკაა, უპასუხონ მიღებულ წერილებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, როდესაც ზვიად ცეცხლაძისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„სწორედ ამას აკეთებენ ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა. უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოში და ასევე საქართველოს წარმომადგენლობები უცხო ქვეყნებში. მოქალაქეები გვწერენ წერილებს და, როგორც წესი, ჩვენ ამ წერილებს ვპასუხობთ. ეს კონკრეტული წერილი ეხებოდა ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების შესაძლო შეჩერებას. მე ვუპასუხე ამ წერილს, ჩემი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა უპასუხა ამ წერილს. რა თქმა უნდა, წერილზე პასუხის გაცემით, ჩვენ არ ვიზიარებთ აუცილებლად იმ ადამიანის პირად მოსაზრებებს, ვინც ეს წერილი გამოგვიგზავნა. მაგრამ ნებისმიერი დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ნორმალური პრაქტიკაა, უპასუხონ ჩვენთვის გამოგზავნილ წერილებს“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, თანამდებობაზე ყოფნის სამი წლის განმავლობაში, ყოველთვის მზადაა ყველა ტელევიზიის კითხვის მისაღებად, პრესკონფერენციების ორგანიზებისთვის, ასევე, პასუხს სცემს ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ კითხვებზე .

„თუმცა, როგორც უკვე ვუთხარი თქვენს ერთ-ერთ კოლეგას „იმედის“ ტელევიზიიდან, იმ შემთხვევაში, თუ კითხვა ასეთია: ბატონო ელჩო, რატომ ხართ სპილო? ჩვენ ასეთ კითხვებს არ ვპასუხობთ. თუ კითხვა გულწრფელი და არსებითია, პასუხს მიიღებთ”, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ევროკავშირის დელეგაცია ათობით და ასობით პასუხს უგზავნის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც კითხვები აქვთ.

„ჩემი დელეგაციის მიერ მოქალაქის მიერ დაწერილ წერილზე პასუხის გაცემით, რომელიც უვიზო რეჟიმის საკითხს ეხებოდა, ჩვენ უბრალოდ ჩვენი საქმე შევასრულეთ. მე არ გავაკეთებ განცხადებას წერილის ადრესატის პირად მოსაზრებებზე. წერილი ჩემს სახელზე იყო. ჩვენ გავგზავნეთ პასუხი. ჩვენ ათობით ან შესაძლოა ასობით პასუხს ვუგზავნით საქართველოს სხვადასხვა მოქალაქეს, რომლებსაც კითხვები აქვთ“, - აღნიშნა ელჩმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე