ადვოკატი მიხეილ შაყულაშვილი - ოქროს ზოდი ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰქონია - უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ, რისი შესაძლებლობაა, ვის შეიძლება გამოართვა გირაოს თანხა

ოქროს ზოდი ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰქონია, რომ ვიცოდე ოქროს ზოდს გაყიდის და გირაოს გადაიხდის. უნდა დავსხდეთ, გავისაუბროთ, რისი შესაძლებლობაა, ვის შეიძლება გამოართვა [გირაოს თანხა], - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, 6 მილიონი, რის უკანონოდ მიღებასაც საგამოძიებო უწყებები ირაკლი ღარიბაშვილს ედავებიან, 9 წლის განმავლობაში ბიზნესში ნორმალური თანხაა.

„დღეს ომი რომ არ არის, ზუსტად ეგ მოუტანა მან [ირაკლი ღარიბაშვილმა]. ეს არგუმენტი იყო პიროვნების დამახასიათებელი ნაწილი. რაც შეეხება 4 ოქტომბერს და ღალატს, რაზე მივანიშნებდი და საზოგადოებაში არსებულ ნარატივზე, თითქოს ვიღაცამ ვიღაცას უღალატა და ღალატი, მე მგონი, ღვინის ინდუსტრია არ არის.

მანქანა იყო, ქარხანა იყო თუ მიწა იყო, თუ რაც იყო, მოხდება თუ არა ჩამორთმევა, ეს არ არის ჩვენი, დაცვის გადასაწყვეტი, ეს არის ბრალდების გადასაწყვეტი... ბიძინა ივანიშვილის სახლის ნაჩუქრობა და ა.შ. აქ არაფერ შუაში არაა. ჯერჯერობით არ ვიცი, რით მოხდება გირაოს გადახდა, ეს ქონების უზრუნველყოფა იქნება თუ თანხის შეტანა იქნება, თუ რაც იქნება, უნდა დავსხდეთ, გავისაუბროთ, რისი შესაძლებლობაა, ვის შეიძლება გამოართვა.

ოქროს ზოდი ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰქონია, რომ ვიცოდე ოქროს ზოდს გაყიდის და გირაოს გადაიხდის. 6 მილიონი 9 წლის განმავლობაში ნორმალური თანხაა ბიზნესში. სადაა ის საათები და რაღაცებს რომ აჩვენებდით? ამოღებულ ნივთებში სადაა? ოქმში ამოღებულია თქვენ მიერ ხსენებული თანხა, მობილური ტელეფონები და ლეპტოპი,“ - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის