CNN - ვლადიმერ პუტინის სპეცწარმომადგენელი მოლაპარაკებებისთვის აშშ-ში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეცწარმომადგენელი, დმიტრი კირილოვი მოლაპარაკებებისთვის აშშ-ში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი აშშ-ში „ოფიციალური მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა“. მოსალოდნელია, რომ ის შეხვედრებს გამართავს ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებთან, „რათა გააგრძელოს საუბრები აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კირილოვის ვიზიტი უკრაინის წინააღმდეგ კრემლის უარით გამოწვეული აშშ-ის იმედგაცრუებისა და ტრამპის მიერ პუტინთან შეხვედრის გაუქმების ფონზე ხდება. ასევე, ტრამპის ადმინისტრაციამ 22 ოქტომბერს სანქციები შემოიღო რუსეთის უდიდესი ნავთობკომპანიის - „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ და მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტაზე დაუყოვნებლივ დათანხმებისკენ მოუწოდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა