საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის გიორგი მოდებაძის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის გიორგი მოდებაძის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან.

„ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

გიორგი მოდებაძე დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს პრეზიდენტის 2025 წლის 23 ოქტომბრის ბრძანებულების N243 საფუძველზე.

ბატონ გიორგის დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2010-2016 წლებში ის მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს, პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, 2016-2024 წლებში კი თბილისის საქალაქო სასამართლოს, სამდივნოს უფროსის და შემდგომ მენეჯერის თანამდებობებზე;

2024 წლიდან ეკავა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილის თანამდებობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის