პოლიციამ აქციის კიდევ ერთი მონაწილე დავით ჭკადუა დააკავა

პოლიციამ აქციის კიდევ ერთი მონაწილე, გადაცემა „წიგნების თაროს“ მეორე სტუდენტური სეზონის ჩემპიონი, დავით ჭკადუა დააკავა. მას, სავარუდოდ, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.

დაკავების შესახებ ინფორმაციას გადაცემა „წიგნების თაროს“ „ფეისბუქ“ გვერდი ავრცელებს.

„დააკავეს კიდევ ერთი თაროელი და ჩვენი გუნდის წევრი, „წიგნების თაროს" მეორე სტუდენტური სეზონის ჩემპიონი, დავით ჭკადუა (გაგრელი).

დათომ „წიგნების თაროს" პირველ თამაშზე ითხოვა, თბილისში ვარ დაბადებული, მაგრამ მამაჩემი აფხაზეთიდანაა და თუ შეიძლება წარმომავლობის ტიტრში „გაგრა" დამიწერეთო. მას შემდეგ ყველა გაგრელად იცნობს.

თავისუფლება დათოს!“ - წერია „წიგნების თაროს“ „ფეისბუქ“ გვერდზე.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!