ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსების განცხადების მიუხედავად, თითქოს სანქციები მათ არ ეხებათ, ყველა ყველაფერს ხედავს: საცობები რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე, რუსეთის რეგიონების გაკოტრება და ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი

რუსების განცხადების მიუხედავად, თითქოს სანქციები მათ არ ეხებათ, ყველა ყველაფერს ხედავს - საცობები რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე, რუსეთის რეგიონების გაკოტრება და ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა ახლა მსოფლიოს სიგნალი გაუგზავნეს, თითქოს მათ ეკონომიკას სანქციები არ ეხება, ყველა ყველაფერს ხედავს: საცობები ბენზინგასამართ სადგურებზე რუსეთში, რუსეთის რეგიონების გაკოტრება და რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი. სწორედ სანქციებია ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პუტინისთვის, პირადად მისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში პოლიტიკური მზაობა არსებობს რუსული გაყინული აქტივები უკრაინის სრულფასოვან მხარდაჭერას მოახმარონ.

„არის ევროპის პოლიტიკური მზაობა გაყინული რუსული აქტივები უკრაინის, უკრაინელების სრულფასოვან მხარდაჭერას მოახმარონ. გუშინ ევროპულ საბჭოში პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული. [რუსული] აქტივების გამოყენების ფორმატი და ეს ფორმატი არსებობს. ახლა ევროპაში შევთანხმდით, რომ წლის ბოლომდე ამ ფორმატის რეალიზება უნდა იყოს. მთლიანობაში ევროპაში განწყობა ასეთია, რაც გვესმის: შემდეგი წლისთვის უკრაინისთვის, ჩვენი ხალხისთვის დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება