მოსამართლე - სამწუხარო ფაქტია ნებისმიერი მოქალაქის დასანქცირება - რაც შეეხება ზეწოლას, არ არის, ყველა მოსამართლე თავისი პასუხისმგებლობით განიხილავს საქმეს

სამწუხარო ფაქტია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის დასანქცირება, არც ადამიანების დაპატიმრებაა მისასალმებელი გარემოება, თუმცა ყველა საქმეს განიხილავს მოსამართლე შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე,- ამის შესახებ მოსამართლემ, დიანა გოგატიშვილმა მოსამართლეთა რიგით 36-ე კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა ზეწოლა მოსამართლეებზე, მან აღნიშნა, რომ ყველა მოსამართლე თავისი პასუხისმგებლობით განიხილავს საქმეს.

„არ არის - ყველა მოსამართლე თავისი პასუხისმგებლობით განიხილავს საქმეს.“- განაცხადა მოსამართლემ.

მისივე თქმით, მოსამართლეთა გადაწყვეტილებების განსჯის უფლება სხვა მოსამართლეს არ აქვს.

„რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის დასანქცირება, არც ადამიანების დაპატიმრებაა მისასალმებელი გარემოება, თუმცა ყველა საქმეს განიხილავს მოსამართლე შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, რომლის გაკრიტიკების, მოწონების ან განსჯის შესაძლებლობა არ აქვს სხვა მოსამართლეს“,- განაცხადა მოსამართლემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება