გრიგოლ გეგელია - ALDE-ს რეზოლუცია, რომელიც დღეს იქნება მიღებული, მკაფიოდ არქმევს სახელს „ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს და არის კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი

საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარება, რეპრესიები, მასობრივი დაკავებები და პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების” ანტიკონსტიტუციური კანონი - ეს ის საკითხებია, რომელზეც „ძლიერი საქართველო-ლელოს” საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ, ევროპელ კოლეგებთან, რეზოლუციის მიღებამდე, ALDE - ყრილობაზე და ორმხრივ შეხვედრებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

გეგელიას თქმით, ALDE-ს რეზოლუცია, რომელიც დღეს იქნება მიღებული, მკაფიოდ არქმევს სახელს „ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს და არის კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი

„ყველა მხარდაჭერა და ყურადღება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ამიტომაც, რეზოლუცია, რომელიც დღეს იქნება მიღებული ALDE-ს მიერ, აერთიანებს ევროპული კავშირის წამყვანი სახელმწიფოების ხელისუფლებებს, ევროკომისრებს, მინისტრებს, ევროპარლამენტარებს, ამ რეზოლუციის მიღება, რომელიც ძალიან მკაფიოდ არქმევს სახელს "ქართული ოცნების" რუსულ რეჟიმს, რა თქმა უნდა, არის კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი და იმ დემოკრატიული ბრძოლისადმი, რაც განურჩევლად პარტიულ-პოლიტიკურობისა, გაგვაჩნია ჩვენი ევროპული ინტერესების დაცვის საკითხში”,- განაცხადა გეგელიამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს