ანდრეი სიბიგა - პუტინი ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკას ყველაფერი კარგად აქვს, მისი პროპაგანდისტები მანტრებს იმეორებენ, რომ სანქციები არაფერზე არ მოქმედებს - რაც უფრო მეტია რუსეთის ბრავადა, მით უფრო ცხადია, რომ ყველაფერი პირიქითაა

რაც უფრო მეტია რუსეთის ბრავადა, მით უფრო ცხადია, რომ ყველაფერი პირიქითაა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მიმდინარე კვირას მშვიდობისკენ იძულებისთვის რუსეთზე ზეწოლის ახალი ეტაპი აღინიშნა, ვინაიდან ევროკავშირმა ძლიერი სანქციების მე-19 პაკეტი შეათანხმა, რომელიც რუსეთის ენერგეტიკას, ჩრდილოვან ფლოტსა და სანქციების გვერდის ავლის გზებს ურტყამს. ასევე, პირველი სანქციები გამოიყენა ტრამპის ადმინისტრაციამაც, რომელმაც რუსეთის უდიდესი ნავთობკომპანიები - “როსნეფტი” და “ლუკოილი” დაასანქცირა.

“თვალსაჩინოა, რომ რუსები ეგრევე გაიქცნენ იმის მოსაყოლად, რომ სანქციები არ ადარდებთ. პუტინი ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკას ყველაფერი კარგად აქვს. მისი პროპაგანდისტები მანტრებს იმეორებენ იმის თაობაზე, რომ სანქციები არაფერზე არ მოქმედებს. რაც უფრო მეტია ესეთი ბრავადა, მით უფრო ცხადია, რომ ყველაფერი დიამეტრალურად საპირისპიროდაა,” - წერს სიბიგა.

მისი თქმით, ტრამპის მეორე ვადის დროს რუსეთის წინააღმდეგ პირველი სანქციები “მნიშვნელოვან სტრატეგიულ ხაზს ავლებენ”, და რუსეთის ხელმძღვანელობას სამომავლოდ დასავლეთის სისუსტისა და აშშ-ის მოტყუების შესაძლებლობის იმედები უნდა გაუქრეს.

“რუსეთს მართლა ძალიან დიდი იმედი ჰქონდა წელს, რომ უკრაინა პარტნიორების მხარდაჭერას დაკარგავდა და იძულებული იქნებოდა რუსული პირობები მიეღო, რომლებიც ახლოსაა კაპიტულაციასთან. ეს ყველაფერი არ მოხდა,” - წერს სიბიგა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს