ტაილანდმა და კამბოჯამ, დონალდ ტრამპის შუამავლობით, სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა, ანუტინ ჩარნვირაკულმა და კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა, ჰუნ მანეტმა აშშ-ის პრეზიდენტ­, დონალდ ტრამპის შუამავლობით მიღწეულ ერთობლივ „სამშვიდობო შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი მალაიზიაში გააფორმეს და ხელმოწერის ცერემონიას დონალდ ტრამპიც დაესწრო.

აშშ-ის თქმით, მას ძალიან კარგად შეუძლია სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევა და რომ ამაში გაცილებით უკეთესია, ვიდრე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ეკონომიკურმა ზეწოლამ ივლისში, ორ ქვეყანას შორის საზღვართან დაკავშირებული კონფლიქტის გამო დაწყებული 5-დღიანი შეტაკებები შეაჩერა და ცეცხლის შეწყვეტა გამოიწვია.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მალაიზიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. დონალდ ტრამპის ერთკვირიანი ტურნე აზიაში ასევე მოიცავს იაპონიაში ვიზიტს ქვეყნის ახალ კონსერვატორ ლიდერთან შესახვედრად და სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ფორუმის (Apec) ლიდერების სამიტზე დასასწრებად.

მოგზაურობის მთავარი მოვლენა იქნება ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან შეხვედრა, რომელიც გიონჯუში, Apec-ის ფარგლებში გაიმართება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს