დონალდ ტრამპი კანადურ საქონელზე ტარიფებს 10%-ით ზრდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადურ საქონელზე ტარიფების კიდევ 10%-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

აშშ-ის პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი კანადის მიერ რონალდ რეიგანის გამოსვლის ვიდეო ჩანაწერის გამოყენებით თაღლითური რეკლამის გამოქვეყნებაა.

ტრამპის მტკიცებით, რეკლამა ყალბია და ის რეიგანის რადიო მიმართვის მნიშვნელობას ამახინჯებს.

„ფაქტების სერიოზული დამახინჯებისა და მტრული ქმედების გამო, კანადას ტარიფებს 10%-ით ვუზრდი“, - წერს ტრამპი.

საუბარია კანადის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ რეკლამაზე, რომელშიც აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის გამოსვლის ამონარიდებია წარმოდგენილი. ვიდეო ჩანაწერში რეიგანი ტარიფებს აკრიტიკებს და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს იცავს.

ტრამპის გადაწყვეტილებას კანადის ვაჭრობის მინისტრი, დომინიკ ლებლანკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მზად არიან ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკელ კოლეგებთან კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული პროგრესის გამოყენებით.

„ჩვენ კვლავაც ორიენტირებულები ვიქნებით იმ შედეგების მიღწევაზე, რომლებიც სარგებელს მოუტანს როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე კანადაში მუშებსა და ოჯახებს და ეს პროგრესი საუკეთესოდ მიიღწევა აშშ-ის ადმინისტრაციასთან პირდაპირი თანამშრომლობით“, - აღნიშნა მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს