ვოლოდიმირ ზელენსკი - მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებითი Mirage-ის მოიერიშე თვითმფრინავების და საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისი ქვეყანა კიდევ უფრო მეტ Mirage-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს მიიღებს.

„მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მიმართ: საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას მიაწოდოს დამატებითი Mirage-ის გამანადგურებლები და საჰაერო თავდაცვის რაკეტები, ხოლო გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს დახმარებას საჰაერო თავდაცვაში რაკეტების მიწოდებით და უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებელი დრონების წარმოებით - მადლობა ამისთვის“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ასევე, ფინეთმა და ესპანეთმა მიიღეს ახალი გადაწყვეტილებები ამერიკული იარაღის, მათ შორის Patriot-ებისთვის რაკეტების შესყიდვის მექანიზმში - PURL ინიციატივაში - მონაწილეობის შესახებ.

„ამაზე სრული ფოკუსირებით ვმუშაობთ და ევროპელ პარტნიორებთან ჩვენი თავდაცვის შეთანხმებები აშკარად მუშაობს. ვამზადებთ ახალ პროექტებს - იქნება მეტი ერთობლივი იარაღის წარმოება“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, იმისათვის, რომ მსოფლიომ რუსეთს ძალის პოზიციიდან მიმართოს, უკრაინა თავად უნდა იდგეს მყარად.

„მნიშვნელოვანია, ყოველთვის შევადაროთ ის, რისი გაკეთება და როდის ჰქონდათ რუსებს ნაბრძანები, იმას, რაც მათ რეალურად შეძლეს. უკრაინის წინააღმდეგობა ნამდვილად გმირულია“, - აცხადებს ზელენსკი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!