ანტონიო კოშტა - ჩინეთის პრემიერთან შეხვედრაზე გამოვხატე ევროკავშირის მოლოდინი, რომ ჩინეთი ხელს შეუწყობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის დასრულებას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტის ფარგლებში ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ლი ციანს შეხვდა.

„ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან კონსტრუქციულ და სტაბილურ ურთიერთობებს. გვსურს თანამშრომლობის გაძლიერება გლობალური გამოწვევების მოსაგვარებლად“, - წერს კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ხელახლა დაბალანსების მიზნით კონკრეტული პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.

„გავუზიარე ჩემი ძლიერი შეშფოთება ჩინეთის მიერ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის ექსპორტის კონტროლის გაფართოებასთან დაკავშირებით. მოვუწოდე მას, რაც შეიძლება მალე აღადგინოს მოქნილი, საიმედო და პროგნოზირებადი მიწოდების ჯაჭვები. ასევე გამოვხატე ევროკავშირის მოლოდინი, რომ ჩინეთი ხელს შეუწყობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის დასრულებას“, - წერს კოშტა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) 47-ე სამიტი მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში მიმდინარეობს. სამიტს მსოფლიო და რეგიონული ლიდერები ესწრებიან, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. სამიტი გუშინ გაიხსნა და 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე