ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი გადაწყვეტს, რომელი უცხოური ჯარები იქნება მისაღები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი განსაზღვრავს, თუ რომელ უცხოურ ძალებს დაუშვებს ღაზაში საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში, რომლის მიზანი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვის ხელშეწყობაა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ვაკონტროლებთ ჩვენს უსაფრთხოებას და ასევე ნათლად განვაცხადეთ საერთაშორისო ძალებთან დაკავშირებით, რომ ისრაელი განსაზღვრავს, რომელი ძალებია ჩვენთვის მიუღებელი და ასე ვმოქმედებთ და გავაგრძელებთ მოქმედებას. ეს, რა თქმა უნდა, მისაღებია შეერთებული შტატებისთვისაც, როგორც მისმა მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ბოლო დღეებში განაცხადეს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით მიღწეული შეთანხმება ისრაელისა და „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ღაზაში საერთაშორისო ძალების შესვლას და უსაფრთხოების ზედამხედველობას ითვალისწინებს.

ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკელი ჯარისკაცების ღაზას სექტორში გაგზავნა გამორიცხა და მოლაპარაკებებს აწარმოებენ ინდონეზიასთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ეგვიპტესთან, კატართან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან მრავალეროვნულ ძალებში წვლილის შესატანად.

გასულ კვირას ნეთანიაჰუმ მიანიშნა, რომ ის წინააღმდეგი იქნება იმის, რომ თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ღაზაში რაიმე როლი შეასრულონ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც ისრაელში ვიზიტით იმყოფებოდა, პარასკევს განაცხადა, რომ საერთაშორისო ძალები უნდა შედგებოდნენ „იმ ქვეყნებისგან, რომლებთანაც ისრაელი კომფორტულად გრძნობს თავს“. მან თურქეთის ჩართულობაზე კომენტარი არ გააკეთა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა