ევრონესტში აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი - აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს

აზერბაიჯანის საპარლამენტო (მილი მეჯლისის) დელეგაცია ევრონესტის ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ ევრონესტში აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტაჰირ მირკიშილიმ ადგილობრივ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის დოკუმენტები და განცხადებები, რომლებიც ევრონესტის ასამბლეის საქმიანობის ნახევარს შეადგენს, ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ეს განცხადებები ასევე არ უჭერს მხარს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესს რეგიონში; პირიქით, ისინი ემსახურება იმ ძალების ინტერესებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რეგიონში მტრობის გაგრძელებით. აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა არაერთხელ გააკეთა საპროტესტო განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით. აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის მიმდინარე წლის აგვისტოში ვაშინგტონში გამართული სამშვიდობო შეხვედრის შემდეგ, რომელსაც მთელი მსოფლიო აპლოდისმენტებით შეხვდა, ევროპარლამენტის არაკონსტრუქციულმა განცხადებამ ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ სერიოზული დარტყმა მიაყენა აზერბაიჯანის დელეგაციის ნდობას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სარგებლიანობის მიმართ. ამ მიზეზების გამო, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ერევანში გასამართ პლენარულ სხდომაში“, - აღნიშნა ტაჰირ მირკიშილიმ.

მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ ღონისძიება სომხეთში ტარდება.

შეგახსენებთ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესია ერევანში 28-30 ოქტომბერს გაიმართება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს