შალვა პაპუაშვილი ALDE-ს რეზოლუციაზე - ქალბატონი კალასი და კოსი ჩვენს თვითმმართველობის არჩევნებს ყალბ არჩევნებს უწოდებენ? მნიშვნელოვანია, განმარტებები, ვინაიდან ეს იქნებოდა თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია საკუთარ თავზე გაცილებით მეტს ამბობს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ის სამწუხარო გავლენა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ამჟამად ბრიუსელში ხედავს.

„ორგანიზაცია, რომლის წევრიც არიან „გირჩი“, „დროა“, „ლელო“ და მსგავსი პარტიები, რომლებიც საქართველოში ხელისუფლების დამხობას გეგმავდნენ და დემოკრატიაზე უარს ამბობენ, თავის თავზე მეტყველებს ეს ყველაფერი. მათ თვითმმართველობის არჩევნებს „ყალბი არჩევნები“ უწოდეს, რაც საინტერესოა. მათი წევრი პარტია „ლელო“ მონაწილეობდა ამ არჩევნებში, მანდატები მიიღო და ამ მანდატების გამოყენებასაც აპირებენ. რანაირად არის ყალბი არჩევნები, ეს კიდევ ცალკე საკითხია, თუმცა მე მეორე ასპექტი უფრო მენიშნა - „ალდეს“ ლიდერები არიან ქალბატონი კაია კალასი და ქალბატონი მარტა კოსი. გაფართოების კომისარი არის კოსი და საგარეო საკითხებში კომისარი კალასი. რამდენადაც ვნახეთ, ისინი მონაწილეობდნენ ამ კონგრესში. რა თქმა უნდა, აქ კითხვა ლეგიტიმური არის იმ მხრივ, თუ რასთან გვაქვს საქმე. ქალბატონი კალასი და კოსი ჩვენს თვითმმართველობის არჩევნებს ყალბ არჩევნებს უწოდებენ? ეს არის მათი განცხადება? მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ მხრივაც განმარტებები მოვისმინოთ, ვინაიდან ეს იქნებოდა თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, „ალდეს“ რეზოლუციით ისინი მილიონ ნახევარ ამომრჩეველს, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, განუცხადეს, რომ ისინი უბრალოდ არ არსებობენ.

„ალდეს“ პარტიისთვის მნიშვნელობა აქვს შუშანა მაცაბერიძეს, ის არის ხალხი და ჩვენ ვართ ნული. საქართველოს მილიონ ნახევარი მოქალაქე, რომელიც არჩევნებზე მივიდა, მათთვის ნული არის. არ ვარსებობთ, როგორც ხალხი. ჩვენ შევყურებთ ევროკავშირს, ბრიუსელს და ვხედავთ პირდაპირ საბჭოთა პერიოდს. ზუსტად ასე გვიყურებდნენ, როგორც არარსებულს, გაუქმებულ ხალხს და ქვეყანას, რომელიც ჩვენს სათქმელს ვერ ვიტყოდით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი