შალვა პაპუაშვილი - ჩვენი დამოუკიდებლობის 35 წლისთავზე, გვყავს ადამიანების მარგინალური ჯგუფი, რომლებსაც უცხოელების სახით ცრუ კერპები შეუქმნეს - ქართველ ხალხს თავისი გამოცდილებითა და სახელმწიფოებრიობის ისტორიიდან გამომდინარე, არ სურს უცხო ქვეყნიდან მართული იყოს

ვხედავთ, დამარცხებული ოპოზიცია და ოპოზიციის დამარცხებული ამომრჩეველი ერთი წელია, როგორ ცდილობს საკუთარ ფრუსტრაციას - მათ, ვინც პატრიოტულ სლოგანებს ისვრის, სინამდვილეში, უნდათ, საქართველო ვასალურ ქვეყნად აქციონ, თვითონაც ასე ვასალებად იქცევიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, გუშინ, საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ აქციაზე საუბრისას განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სინამდვილეში, აქციის მონაწილეების „მთავარი მიზანი საქართველოს დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაა“.

„ვხედავთ დამარცხებული ოპოზიცია და ოპოზიციის დამარცხებული ამომრჩეველი ერთი წელია, როგორ ცდილობს საკუთარ ფრუსტრაციას. ხვდებიან, რომ ისინი არ არიან ამ ქვეყნის უმრავლესობა, ვერ განსაზღვრავენ ამ ქვეყნის ბედს იმ მხრივ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა გაანულონ. სინამდვილეში, ამ ხალხის მთავარი მიზანი საქართველოს დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაა. დღეს ხაზი ზუსტად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასა და მარგინალურ ჯგუფს შორის გადის. ხაზი გადის იმაზე, თუ ვინაა დამოუკიდებლობის მომხრე და ვინ მოწინააღმდეგე. ამ ადამიანების ჯგუფის, მათ შორის, მათიც, ვინც გარეთ დგას, პოლიტიკოსები თუ მათი ამომრჩევლები, მათი მთავარი მოთხოვნა რა არის? ამასობაში, მგონი, სინამდვილეში, ამ ხალხს დაავიწყდა რას ითხოვენ. მთავარი მოთხოვნა მათი არის, რომ საქართველოს ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც გარედან მომდინარე ყველა მითითებას შეასრულებს. ეს არის მთავარი პრეტენზია, რასაც ისინი ქართველი ხალხის მიერ არჩეულ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უყენებენ.

მთავარი პრეტენზიაა - რატომ არ უჯერებ ევროკავშირის ელჩს? რატომ არ უჯერებ რასა იუკნევიჩიანეს? რატომ არ უჯერებ მესამე, მეოთხე და მეშვიდე ხარისხოვან ბიუროკრატებს ბრიუსელში? მათი უცხოელების სიტყვა უნდა იყოს კანონი და არა პარლამენტის კანონი. ეს არის მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ. ჩვენი დამოუკიდებლობის 35 წლისთავზე, გვყავს ადამიანების მარგინალური ჯგუფი, რომლებსაც უცხოელების სახით ცრუ კერპები შეუქმნეს. ამ სიტყვას მართლა საუცხოო მნიშვნელობა რომ აქვს, ეს დაინახეს - რაც კი მოდის გარედან, არის საუცხოო და პირდაპირ უნდა გავიზიაროთ, გადმოვიტანოთ და დავაკოპიროთ, რასაც გვეტყვიან. ზუსტად ეს არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა 2020 წელსაც, როდესაც რეფერენდუმად გამოაცხადეს და მათ შორის, წელსაც ამ მხრივ ეს არჩევანი გაამყარა. ქართველ ხალხს თავისი გამოცდილებითა და სახელმწიფოებრიობის ისტორიიდან გამომდინარე, არ სურს უცხო ქვეყნიდან მართული იყოს.

მათ, ვინც რაღაც პატრიოტულ სლოგანებს ისვრის, სინამდვილეში, უნდათ, საქართველო ვასალურ ქვეყნად აქციონ, რომელსაც ეტყვიან, რომ მოსამართლეები უნდა დაგინიშნონ უცხოეთიდან [და ის ეტყვის] – „კი, უნდა დაგვინიშნონ უცხოელებმა მოსამართლეები“. რომელსაც ეტყვიან, რომ კანონშემოქმედების პროცესში უცხოეთიდან დაქირავებული ორგანიზაციები უნდა ისხდნენ პარლამენტში და მათ უნდა ჰქონდეთ გადამწყვეტი სიტყვა. ამ „ენჯეოებს“ უნდა დავარქვათ სამოქალაქო საზოგადოება. ხალხი უნდა დავარქვათ ამ ჯგუფს და არა არჩეული პარლამენტის წევრებს. მათ უნდა გადაწყვიტონ კანონები. ამას ითხოვენ ისინი და ეს არის ზუსტად ვასალობა. თვითონაც ასე ვასალებად იქცევიან და ამ ვასალობამ მიიყვანა გახარია იქნება თუ სხვები, მანდატების ჩახსნაზე და პარლამენტში არ შემოსვლაზე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია