შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე - ორშაბათია, მძიმე დღეა და როგორც ჩანს, სამსახურს დღესაც აცდენენ - ასევე, გზაში ერთი დეპუტატი დაკარგეს

დღეს ორშაბათია, მძიმე დღეა და როგორც ჩანს, სამსახურს დღესაც აცდენენ - ასევე, გზაში ერთი დეპუტატი დაკარგეს, რომელმაც განაცხადა, რომ პარლამენტიდან გასვლას აპირებს, - ამ განცხადებით ბიუროს სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატების საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მათ საპარლამენტო საქმიანობისთვის ყველა პირობა ექნებათ. პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები პარლამენტის ხვალინდელ სხდომას დაესწრებიან.

„მათ რთული გზა გამოიარეს. ვნახოთ, როგორ ჩაეწერებიან საპარლამენტო საქმიანობაში. ექნებათ რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობა, რაც პარლამენტის წევრებს გააჩნიათ. წინა მოწვევის პარლამენტის წევრს შალვა კერესელიძეს შევხვდი, ამ ტექნიკურ საკითხებზე ვისაუბრეთ. პარლამენტის აპარატი მათთან კონტაქტზეა და უზრუნველყოფილი იქნებიან იმისთვის, რომ სამუშაო გარემო ჰქონდეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი