ლევან მახაშვილი - პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ თავისი პოლიტიკური ნაბიჯები გასული თვეების განმავლობაში, შეცდომად შეაფასა, ამიტომ ერთადერთი, რასაც, ალბათ, ამ შეცდომის აღიარების შემდეგ მოსახლეობა ელოდება, არის „ბოდიში“

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ თავისი პოლიტიკური ნაბიჯები გასული თვეების განმავლობაში, შეცდომად შეაფასა, ამიტომ ერთადერთი, რასაც, ალბათ, ამ შეცდომის აღიარების შემდეგ მოსახლეობა ელოდება, არის „ბოდიში“ , - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციასთან კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პარტიამ ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რომ მთელი ეს პერიოდი რადიკალური დღის წესრიგით ქვეყანას აჯანჯღარებდნენ და ნორმალური განვითარების შესაძლებლობას არ აცდიდნენ.

„პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ თავისი პოლიტიკური ნაბიჯები გასული თვეების განმავლობაში, შეცდომად შეაფასა, ამიტომ ერთადერთი, რასაც, ალბათ, ამ შეცდომის აღიარების შემდეგ მოსახლეობა ელოდება, არის „ბოდიში“. ბოდიში იმისთვის, რომ მთელი ეს პერიოდი რადიკალური დღის წესრიგით ქვეყანას აჯანჯღარებდნენ და ნორმალური განვითარების შესაძლებლობას არ აცდიდნენ. ამიტომ, თუკი აქ დღეს ვინმემ რაიმე კომენტარი უნდა გააკეთოს, ეს არის ამ ძალებისგან ბოდიშის მოხდა იმ შეცდომაზე, რაც თავად აღიარეს და რასაც მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში მიზანმიმართულად უშვრებოდნენ საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოებას”, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

კითხვაზე, შეიცვლება თუ არა რაიმე საპარლამენტო მუშაობაში გიორგი გახარიას პარტიის შესვლით, მახაშვილმა უპასუხა, რომ, სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება.

„შეიცვლება ნამდვილად - დენის გადასახადი მოიმატებს, რადგან ახალი ოთახები გაჩნდება. ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით. სერიოზულად, ალბათ არაფერი. ყოველ შემთხვევაში თუ იმ პოლიტიკის გაგრძელებას აპირებენ, რასაც გარეთ ყოფნით აპირებდნენ - ანუ, არასერიოზული დღის წესრიგი - მაშინ არაფერი შეიცვლება. თუ რაიმე სერიოზული წვლილის შეტანას აპირებენ, რაშიც ეჭვი მეპარება, ვნახოთ. მათ თავის დროზე მოსახლეობამ მისცა შანსი, რომ პოლიტიკურ დისკუსიებში ჩართულიყვნენ პარლამენტში და ღირებულება შემოეტანათ დღის წესრიგში - ეს ერთი წელი არ გააკეთეს და ვნახოთ რა იქნება შემდეგი ერთი წელი”, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტა და მე-11 მოწვევის პარლამენტში, პარტიის 12 წევრით, შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა