ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე დაიბარა

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე დაიბარა. სოხაძის საინტერპელაციო მოსმენა 29 ოქტომბერს გაიმართება.

ეს არის პირველი ინტერპელაცია, რომელიც XI მოწვევის პარლამენტში გაიმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მინისტრთან რამდენიმე ათეული კითხვა გაიგზავნა. მან ხაზი გაუსვა, რომ ინტერპელაცია პარლამენტის ახალი რეგლამენტით დადგენილი წესებით გაიმართება.

„მინისტრთან კითხვები წინასწარ გაიგზავნა. ამ მხრივ რაოდენობა შეზღუდული არ არის. ადრესატი კითხვებს პასუხს ინტერპელაციის პროცესში, პლენარულ სხდომაზე გასცემს.

ინტერპელაციის ყველა სუბიექტს შესაძლებლობა აქვს ორი ზეპირი კითხვა ადგილზე დასვას. ექნება როგორც დაზუსტების, ასევე ზეპირი კითხვების დასმის უფლება, რასაც პასუხები მოჰყვება.

წინა წესისგან განსხვავებით, არ იქნება რაღაცა დებატები, ფრაქციებისა და სხვადასხვა ჯგუფების გამოსვლები. პროცესი მაქსიმუმ სამი საათით არის შემოფარგლული.

ახალი წესით ინტერპელაცია პირველად გვექნება და საინტერესო იქნება როგორც პარლამენტი წევრებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

29 ოქტომბრის პლენარული სხდომა ინტერპელაციით დაიწყება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს