ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე - ვიცით, რომ დაუდევრად მედო იარაღი? სეიფიდან რომ არ აქვს გამოღებული, რა ვიცით? - დღემდე არავინ იცის საიდან აიღო, სეიფიდან თუ საიდან

ვიცით, რომ დაუდევრად მედო იარაღი? [რიჟვაძეს იარაღი] სეიფიდან რომ არ აქვს გამოღებული, რა ვიცით? - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბრალდებულმა ალექსი ახვლედიანმა განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვეს.

საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ მომხდარის შესახებ ისაუბრა, ასევე აღნიშნა, რომ ალექსი ახვლედიანი იარაღს „დაუდევრად ინახავდა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“.

„ვიცით, რომ დაუდევრად მედო იარაღი? სეიფიდან რომ არ აქვს გამოღებული, რა იცით? სადაც ვარ, ყველა სახლში სეიფი მაქვს, სეიფიდან გამოღებული რომ არ არის იარაღი რა ვიცით? დღემდე არავინ იცის საიდან აიღო, სეიფიდან, თუ საიდან. რა დროს აიღო მართლა, რეალურად არავინ იცის. ერთი ფაქტი არ არსებობს, საიდანაა აღებული. ჩანთაში მედო სეიფის გასაღებები, იქნებ იქიდან აიღო გასაღები? კაცმა არ იცის“, - განაცხადა ახვლედიანმა.

დღევანდელ სხდომაზე საქმის გამომძიებელი უნდა დაეკითხათ, თუმცა, ის დაცვის მხარემ უდაოდ უცნო. ამასთან, ბრალდების მხარე სამედიცინო, ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებს ელოდება.

სხდომა 11 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩატარდება.

ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა.

ალექსი ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება

სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს