ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა - ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე მხარს ვუჭერთ ქართველ პარტნიორებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში პრორუსული რეჟიმის მიერ ტანჯვას განიცდიან

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში პრორუსული რეჟიმის მიერ ტანჯვას განიცდიან, - ამის შესახებ პოლონელი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიულ ღირებულებებს.

„ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში პრორუსული რეჟიმის მიერ ტანჯვას განიცდიან. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიულ ღირებულებებს, დამოუკიდებელ მედიასა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ზეწოლისა და დეზინფორმაციის მიუხედავად, სიმართლის თქმას განაგრძობს. დემოკრატია და თავისუფლება გვაერთიანებს - საზღვრებისა და პოლიტიკის მიღმა“, - წერს კშიშტოფ ბრეიზა X-ზე.

შეგახსენებთ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარული სესია ერევანში 28-30 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პლენარულ სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართა, სადაც განმარტავს, რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი „შეშფოთებულია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე, როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს“.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს