განათლების შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ადამიანებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. ამ პროცესში კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას განათლებას ანიჭებს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები 11 რეგიონის 25 სკოლაში

მეხუთე წელია, რაც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საქართველოს ბანკი რეგიონების სკოლებში ინოვაციურ ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს ხსნის, რომელთა მეშვეობით, 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების სივრცეს.

ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი, 2000-მდე წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებით, პროექტორებით და STEM კუთხით. საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს წვდომას უსაზღვრო აღმოჩენების სივრცეზე.

საქართველოს ბანკი ხელს უწყობს ქვეყანაში მომავლის პროფესიების განვითარებას

STEM ოლიმპიადა - მოსწავლეების მომავლის პროფესიებით დაინტერესების მიზნით, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, STEM ოლიმპიადას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში კი შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. პროექტში მონაწილეობა 200-ზე მეტი სკოლის 1500-მდე მოსწავლემ უკვე მიიღო.

STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და 30 ნოემბერს დასრულდება. ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.

ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორაცია იხილეთ ვებგვერდზე stem.school.ge

ამასთან, საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან ერთად STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.

STEM სკოლაში გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში ტარდება, რაც საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად დაესწრონ გაკვეთილებს და მიიღონ ხარისხიანი განათლება. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 90 სტიპენდიატს ასახელებს და მათ სწავლის ხარჯებს უფინანსებს - 60 მოსწავლეს სრულად, ხოლო 30-ს ნაწილობრივ.

STEM სკოლაში უკვე 1000-ზე მეტმა მოსწავლემ ისწავლა, მათგან 200-ზე მეტი კი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა. პროექტში მონაწილეობის მსურველებისთვის კი მიღება წელიწადში ორჯერ ცხადდება.

CODE-IT

მომავლის პროფესიების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკი სხვადასხვა პროექტს უჭერს მხარს. მათ შორის ერთ-ერთი Code-IT-ია, რომელიც საქართველოს ბანკის, Lineate-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შეიქმნა.

პროექტი პროგრამირებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 8 ტექნოპარკში - ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტასა და თბილისში (და დამატებით 5 ლოკაციაზე) დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს.

ევერესტის ოლიმპიადა

ამასთან, საქართველოს ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.

ყოველწლიურად პროექტში მონაწილეობას 17 000-ზე მეტი II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლე იღებს.

ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია