Reuters - დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო რუბიოს ესაუბრა

დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო რუბიოს ესაუბრა. ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებთ და ერთმანეთს პატივს სცემენ. მათი ურთიერთობა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ყველაზე ღირებული სტრატეგიული აქტივია“, - განუცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს.

ამასთან, ვანგ იი კვირას, მალაიზიაში აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციებს შორის სავაჭრო შეთანხმების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მხარეებმა თავიანთი პოზიციები დააზუსტეს“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აზიის ტურნეს ფარგლებში გუშინ მალაიზიაში ჩავიდა, სადაც ტაილანდსა და კამბოჯას შორის „სამშვიდობო შეთანხმების“ ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო. აშშ-ის პრეზიდენტი დღეს იაპონიაში ჩავიდა, სადაც იმპერატორ ნარუჰიტოს შეხვდა. იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრთან, სანაე ტაკაიჩისთან მოლაპარაკებებს გამართავს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ჩინელ კოლეგას სი ძინპინს, 30 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შეხვდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს