ბაკურ კვაშილავა - გამოვიყენებთ ქვეყნების მაგალითს, რომელთაც დიქტატურის შემდეგ დემოკრატიული მთავრობის ჩამოყალიბება შეძლეს - „თავისუფლების მოედანს“ სურს, იყოს ნაპერწკალი, რომელიც ამ ყველაფერს დაიწყებს

„თავისუფლების მოედნის“ გენერალური მდივნის, ბაკურ კვაშილავას განცხადებით, აუცილებელია პროტესტი გაფართოვდეს და მიიღოს რაციონალური ფორმა“.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ მიერ წარმოდგენილი „დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის 10-პუნქტიან გეგმაზე“ საუბრისას განაცხადა, ოპოზიციურმა ძალებმა დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპი უნდა დაიწყონ.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ პროტესტი გაფართოვდეს და შეიძინოს ისეთი რაციონალური ფორმა, რომელიც საზოგადოებას აჩვენებს ალტერნატიულ რესურსს ხელისუფლების შესაცვლელად.

“აუცილებელია პროტესტი გაფართოვდეს. გარდა ამისა, მიიღოს რაციონალური ფორმა, რომელიც საზოგადოებას აგრძნობინებს იმას, რომ არსებობს რესურსი საზოგადოებაში, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უმტკივნეულოდ ჩაანაცვლებს და ქვეყანას დააბრუნებს ნორმალურ კალაპოტში. რაც ახლა ხდება, ეს არის რეალობიდან გადახრა და აბსურდში ცხოვრება.

ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ საქალაქო და რეგიონული საბჭოების შექმნას. თვითორგანიზებული ჯგუფების ჩამოყალიბება, რომელიც პირდაპირ „თავისუფლების მოედანთან“ არ იქნება კავშირში. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა არის ის, რომ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოებას შევთავაზეთ საგარეო პოლიტიკური საბჭოს შექმნა“, - განაცხადა კვაშილავამ.

მისივე თქმით, მოძრაობა მუშაობს საქალაქო და რეგიონული საბჭოების შექმნაზე, რომლებიც „თავისუფლების მოედნისგან“ დამოუკიდებლად იმოქმედებენ.

კვაშილავას განცხადებით, ორგანიზაციის მიზანია, იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომლებმაც დიქტატურის შემდეგ შეძლეს დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბება.

„ეს არის ისეთი პროგრამა, რომელიც გამოიყენებს იმ ქვეყნების მაგალითს, რომლებმაც შეძლეს დიქტატურის შემდეგ დემოკრატიული მთავრობის ჩამოყალიბება. მათ მეთოდებს საქართველოს მაგალითზე გადმოიტანს. ამიტომ, ეს იქნება გარდამავალი პროგრამა. ამასთან, 30 დღეში ჩვენ ვგეგმავთ იმის გაკეთებას, რაც „ქართულ ოცნებას“ აქამდე უნდა გაეკეთებინა, ეს არის - ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ჩამოყალიბება.

ჩვენ გვინდა ვიყოთ ნაპერწკალი, რომელიც ამ ყველაფერს დაიწყებს. მართალია, ეს ყველაფერი „თავისუფლების მოედნის“ ინიციატივაა, მაგრამ ბევრ რამეში კოორდინაციას ვაკეთებთ დანარჩენ პარტიებთან“, - განაცხადა კვაშილავამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს