ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით შეცდომა დაუშვა

ვიქტორ ორბანის განცხადებით, დონალდ ტრამპმა რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით შეცდომა დაუშვა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა La Reppubblica-სთან ინტერვიუში კითხვაზე, რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „შორს ხომ არ წავიდა და შეცდომა ხომ არ დაუშვა“, - უპასუხა, რომ „დიახ“.

„უნგრეთის გადმოსახედიდან, დიახ. ამიტომ, შევეცდებით, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, განსაკუთრებით უნგრეთისთვის“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, სანქციების საკითხს ვაშინგტონში, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განიხილავს.

„ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შევქმნათ მდგრადი სისტემა ჩემი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან უნგრეთი რუსულ ნავთობსა და გაზზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. მათ გარეშე, ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ჩვენი მარაგების დეფიციტს გამოიწვევს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი