ირაკლი კირცხალია ALDE-ს რეზოლუციაზე - სათვალავი აქვს ჩვენს საზოგადოებას და  პოლიტიკურ გუნდს არეული ამდენი ყოვლად გაუგონარი, უსამართლო, უსტანდარტო რეზოლუციისგან - თავად გააბითურეს თავიანთივე რეზოლუციები

უკვე სათვალავი აქვს ჩვენს საზოგადოებას და პოლიტიკურ გუნდს არეული ამდენი ყოვლად გაუგონარი, უსამართლო, უსტანდარტო რეზოლუციებისგან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ALDE-ს მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, რომ მათ თავად გააბითურეს საკუთარი რეზოლუციები.

„არაერთხელ გვიხსენებია, რომ თავად გააბითურეს თავიანთივე მიღებული რეზოლუციები, იმიტომ რომ ყველა, მათ შორის ეს რეზოლუცია აგებული არის მტკნარ სიცრუესა და დეზინფორმაციაზე. მიიღეს კიდევ ერთი რეზოლუცია, აქ არის მთავარი კითხვა ორი ევროკომისარი - ქალბატონი კალასი და კოსი, მათ ძალიან კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება და ძალიან კარგად იცის მათი მიდგომები ჩვენი ქვეყნის მიმართ და მათი დამოკიდებულება აქ თავის დასაყრდენ აგენტურულ ძალასთან მიმართებაში. ერთი კითხვა გვიჩნდება ძალიან საინტერესოა ამ ორი ადამიანის განმარტება და დამოკიდებულება თუ რა კომენტარს გააკეთებენ საპარლამენტო არჩვენებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაზე, თუ როგორ შეფასებას გაუკეთებენ ამ დასკვნას. სწორედ ეს არის, როდესაც ვსაუბრობთ სტანდარტების არ არსებობაზე, არა თუ ორმაგ სტანდარტზე, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ და როდის ხდება ეს ყველაფერი? მათვე შევახსენებ, როდესაც ერთი წლის თავზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური გუნდი იმეორებს იგივე შედეგს, რასაც საპარლამენტო არჩევნების დროს. კიდევ ერთხელ ძალიან საინტერსოა ამ ორი ევროკომისარი ქალბატონის დამოკიდებულება, თუმცა ვიცით ჩვენ, მაგრამ ვუსვამთ კითხვას, იმ დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც დაწერა ეუთო/ოდირმა საპარლამენტო არჩევნების დროს“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს