თურქეთმა დიდი ბრიტანეთისგან 20 ავიაგამანადგურებელი შეიძინა

თურქეთმა დიდი ბრიტანეთისგან 20 ავიაგამანადგურებელი შეიძინა, - ინფორმაციას Reuters-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც თურქეთმა დიდი ბრიტანეთისგან 10.7 მილიარდი დოლარის ღირებულების Eurofighter Typhoon-ის ტიპის 20 ავიაგამანადგურებელი შეიძინა.

„ეს შეთანხმება ქვეყნის მასშტაბით 20 000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. შეთანხმება თურქეთის მოწინავე საბრძოლო შესაძლებლობებსა და მნიშვნელოვან რეგიონში ნატო-ს პოზიციებს გააძლიერებს, ასევე, ჩვენს საჰაერო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობას გააუმჯობესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტარმერის შეფასებით, ანკარაში გაფორმებული შეთანხმება „ბრიტანელი მუშების, ბრიტანეთის თავდაცვის ინდუსტრიისა და ნატო-ს უსაფრთხოების გამარჯვებას წარმოადგენს“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება