დონალდ ტრამპი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ მისი აზრით, ის ერთ-ერთი შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი იქნება.

„დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა ამ პროცესის ასე ადრეულ ეტაპზე. თქვენ იქნებით ერთ-ერთი შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, მიაჩნია, რომ აშშ-იაპონიის ურთიერთობა ისეთი მტკიცე იქნება, როგორც არასდროს.

„ეს იქნება ურთიერთობა, რომელიც იმაზე მტკიცე იქნება, ვიდრე ოდესმე და მოუთმენლად ველი თქვენთან და ჩვენი ქვეყნის სახელით მუშაობას. თქვენ ფანტასტიკურ საქმეს გააკეთებთ და ჩვენ გვექნება ფანტასტიკური ურთიერთობა“, - აღნიშნა ტრამპმა.

თავის მხრივ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა იაპონია-აშშ-ის ალიანსის „ახალი ოქროს ხანის“ დასაწყისი იქნება.

ტრამპმა და ტაკაიჩიმ ხელი მოაწერეს ორ ახალ შეთანხმებას: აშშ-იაპონიის ურთიერთობების ახალ „ოქროს ხანასთან“ დაკავშირებით და კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმებას.

პირველი შეთანხმება ეხება აშშ-სა და იაპონიას შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფას, კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება კი ქმნის ჩარჩოს იშვიათი მინერალების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი იაპონიაში აზიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს