Politico - უნგრეთი ჩეხეთთან და სლოვაკეთთან ერთად უკრაინის საწინააღმდეგო ბლოკის შექმნას გეგმავს

უნგრეთს სურს, ჩეხეთთან და სლოვაკეთთან ერთად უკრაინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ალიანსი შექმნას, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავარმა პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა Politico-ს განუცხადა.

მისი თქმით, ორბანი იმედოვნებს, რომ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერთან, ანდრეი ბაბიშთან და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან ერთად გაერთიანდება, რათა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრების წინ, პოზიციები შეაჯერონ.

POLITICO წერს, მიუხედავად იმისა, რომ მყარი პოლიტიკური ალიანსის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ შორს არის, ამ ფორმირებამ, შეიძლება, მნიშვნელოვნად შეაფერხოს ევროკავშირის ძალისხმევა უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის კუთხით.

ორბანის წარმომადგენლის თქმით, ეს იქნება ე.წ. ვიშეგრადის ოთხეულის განახლება, რომელშიც შედიოდნენ უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი.

POLITICO წერს, რომ ვიშეგრადის ახალ ალიანსში ოთხის ნაცვლად სამი წევრი იქნება, რადგან პოლონეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი უკრაინის მხარდამჭერია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორბანთან რაიმე ალიანსში შევიდეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა