გაერო-ს კომისია - რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილი ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ორ დანაშაულს წარმოადგენს - მკვლელობას და მოქალაქეების დეპორტაციას

რუსული ძალების მიერ მართული დრონები თავს ესხმიან უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას, რაც სიკვდილიანობას, დაზიანებებსა და მასშტაბურ ნგრევას იწვევს, - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უკრაინის საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ანგარიშშია აღნიშნული.

„რუსი სამხედროების ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ორ დანაშაულს წარმოადგენს - პირველი არის მკვლელობა და მოსახლეობის ძალადობრივი გადასახლება და მეორე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეების დეპორტაცია“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, მშვიდობიანი მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმები წარმოადგენს სისტემატურად კოორდინირებულ ქმედებებს, რომლის მიზანი უკრაინელების საკუთარი სახლებიდან განდევნაა.

„ისინი მიზანში იღებენ ფიზიკურ პირებს, სახლებსა და შენობებს, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტებს და კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ისინი ასევე მიზანში იღებენ სასწრაფო დახმარების და სახანძრო ბრიგადების მანქანებს, რომლებიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სპეციალური დაცვით სარგებლობენ. შეტევების უმეტესობამ არაერთხელ დააზიანა ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებები და ინფრასტრუქტურა, განზრახ წვავდა მათ, ავრცელებდა ტერორს მშვიდობიან მოსახლეობაში და არღვევდა მათ ფუნდამენტურ ადამიანის უფლებებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ კოორდინირებული ქმედებები განახორციელა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანების ჯგუფების დეპორტაციის ან გადაყვანის მიზნით.

„ზოგიერთი მათგანი გადაიყვანეს უკრაინის მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, ზოგი კი მეზობელ საქართველოში გაგზავნეს. ასევე აღწერილია დაკავება, წამება და დოკუმენტებისა და ნივთების კონფისკაცია - ქმედებები, რომლებმაც ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და წარმოადგენს არაადამიანურ მოპყრობას, როგორც ომის დანაშაულს და ადამიანის უფლებების დარღვევას“, - ნათქვამია ანგარიშში.

კომისიის დასკვნები ეფუძნება შესწავლილი დანაშაულის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომ დაახლოებით 500 ვიდეოს და უკრაინის მოქალაქეებთან ჩატარებულ 226 ინტერვიუს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს