ფინეთის თავდაცვის მინისტრი - რუსეთს საკუთარი რესურსებით ამ ტიპის ომის გაგრძელება არ შეუძლია, მაგრამ მას ჩინეთი ეხმარება

რუსეთს საკუთარი რესურსებით ამ ტიპის ომის გაგრძელება არ შეუძლია, მაგრამ მას ჩინეთი ეხმარება, - ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში რაიმე სახის სამხედრო კონფლიქტი იქნება, რომელსაც ჩინეთი გამოიწვევს, მაშინ რუსეთი მასში რაღაც ფორმით ჩაერთვება, ჩინეთის მხარდაჭერით ან რაიმე სხვა გზით. ახლა ვხედავთ, რომ რუსეთს საკუთარი რესურსებით ამ ტიპის ომის გაგრძელება არ შეუძლია, მაგრამ ჩინეთი მას ეხმარება. ისინი რუსეთის ეკონომიკას მხარს უჭერენ და რუსეთს სამხედრო კომპონენტებს აწვდიან“, - განაცხადა ანტი ჰაკანენმა.

მისი თქმით, ჩინეთი დასავლეთს ყურადღებით აკვირდება.

„აქვს თუ არა დასავლეთს ძალა და გამბედაობა მაშინ, როდესაც ავტოკრატები და დიქტატორები ფიქრობენ, რომ ომის გაგრძელება კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ? ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ძალადობის წინააღმდეგ კვლავ ძლიერები ვართ. ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ეს სიგნალია ძალადობისა და ომის წინააღმდეგ, ასევე სიგნალია ჩინეთისთვის და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის“, - აღნიშნა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს