ალექსანდრე ლუკაშენკო - ბელარუსსა და რუსეთს ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვთ, ესკალაცია არ გვჭირდება

ბელარუსსა და რუსეთს ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვთ, ჩვენ ესკალაცია არ გვჭირდება, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში, ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბოლო დროს ჩვენ და რუსეთს გვადანაშაულებენ, რომ ხვალ ან ზეგ, პოლონეთს დავიკავებთ ან ბალტიისპირეთს, ან ყველაფერს ერთად ან სულ მცირე, სუვალკის დერეფანს. ამას პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების დღიდან ვისმენ. ეს სრული სისულელეა. ჩვენ მიზანში არავის ვიღებთ. არანაირი ევროპა, პარიზი ან ლონდონი არ გვჭირდება. არც ლიეტუვა და არც პოლონეთი არ გვჭირდება. ჩვენ ესკალაცია არ გვჭირდება“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ასევე, ლუკაშენკომ ჰელიუმის ბუშტების საჰაერო სივრცეში შეჭრის გამო ლიეტუვის მიერ ბელარუსთან საზღვრის დახურვას „აბსურდული თაღლითობა“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ მომხდარში მინსკია დამნაშავე, მაშინ ბოდიშს მოიხდის.

„ზოგიერთმა მეზობელმა საზღვრების დახურვით აბსურდული თაღლითობა განახორციელა. მათ აბსურდული მიზეზი მოიგონეს. თუ დამნაშავე ხარ, მაშინ ბოდიში ყოველთვის უნდა მოიხადო. თუ დაგვარწმუნებენ, რომ ჩვენ დამნაშავეები ვართ, მაშინ ბოდიშს საჯაროდ მოვიხდით“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, მინსკში ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენცია 28-29 ოქტომბერს იმართება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის