ლევან ხაბეიშვილი სასამართლო პროცესზე - დაკავებული ვიყავი, ყველა შესაძლებლობა წამართვით და 4 ოქტომბერზე რა გავლენა უნდა მომეხდინა? - უმძიმესია, ჯოჯოხეთია საკანში ყოფნა, მაგრამ ალბათ, უხერხულადაც ვიგრძნობ თავს, გარეთ რომ ვიყო

ვამბობდი, მშვიდობიანი აქცია იქნება-მეთქი და რა გინდათ, მომედავოთ? დაკავებული ვიყავი, ყველა შესაძლებლობა წამართვით და 4 ოქტომბერზე რა გავლენა უნდა მომეხდინა? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები დანაშაულად ვერ ჩაითვლება.

„11 სექტემბრიდან დამაკავეს, აქციის მხარდამჭერი ვიყავი, ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა იმ საქმის მასალებში, რა მასალებიც მოიტანეთ, აქციის სლოგანია. ვამბობდი, რომ მშვიდობიანი აქცია იქნება-მეთქი და რა გინდათ, მომედავოთ? დაკავებული ვიყავი და 4 ოქტომბერზე რა გავლენა უნდა მომეხდინა?

11 სექტემბრიდან დაკავებული ვარ, ჩემს სლოგანზე უკვე ვისაუბრე, აქციას მხარს ვუჭერდი, 11 სექტემბრიდან ბევრი რამ შეიცვალა, ტელევიზორში ვნახე, რომ აქცია თავისუფლების მოედანზე იყო, დიახ, მშვიდობიანი.

გავიდა ეს 4 ოქტომბერი. ალბათ, მოსამართლემ რომ მიიღოს გადაწყვეტილება, უხერხულადაც ვიგრძნობ თავს, გარეთ რომ ვიყო. უმძიმესია, ჯოჯოხეთია საკანში ყოფნა, მაგრამ ადამიანურად და მორალურად შეიძლება უფრო მეტი პრობლემა შემექმნას.

საუბარი იყო პროკურატურის მხრიდან თანამშრომლობა და მტკიცებულებითი ნაწილიო - სადმე უარვყავი ჩემი საჯარო განცხადებები? ეს სადაო არ გამიხდია, არც ერთ ვიდეო, რაც მოიტანეთ, არ უარმიყვია, რომ ჩემი ხმა არაა, ან რამე.

რისი აღიარება გინდათ? სადმე არის სიტყვა რომ არაკონსტიტუციურად, ძალადობრივად უნდა მოვიქცეთო, ვამბობდი?“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მას უპასუხა საქმის პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა, რომლის თქმითაც: „დამხობა მშვიდობიანობას არ მოიცავს”.

ამასთან, პროკურორმა ხაბეიშვილს მოუწოდა, პარალელები ირაკლი ღარიბაშვილის საქმესთან კი არ გაევლო, არამედ 4 ოქტომბერთან.

ხუნაშვილის თქმით, ის ღარიბაშვილის საქმის მასალებს არ იცნობს, ამასთან, ყველა საქმე ინდივიდუალურია.

„უფრო უკეთესი იქნება პარალელების გავლენა ოთხი ოქტომბრის დაკავებულებთან და იმასთან, როგორ ხდებოდა შეჭრა... კონკრეტულ თარიღებს რომ მიანიშნებდა ბატონი ლევანი, მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ 4 ოქტომბერი არ უკავშირდება დანაშაულის გაგრძელების საფრთხეს“, - განაცხადა ხუნაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა