რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური - ემანუელ მაკრონის ბრძანებით, საფრანგეთი უკრაინაში ჯარების განლაგებისთვის ემზადება

ემანუელ მაკრონის ბრძანებით, საფრანგეთი უკრაინაში ჯარების განლაგებისთვის ემზადება, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, „საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციაზე ოცნებობს. პოლიტიკოსად წარუმატებლობის შემდეგ, ის იმედს არ კარგავს, რომ ისტორიაში სამხედრო მეთაურის რანგში შევა“.

„მისი ბრძანებით, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინაში კიევის რეჟიმის მხარდასაჭერად 2000-მდე ჯარისკაცისა და ოფიცრისგან შემდგარი სამხედრო კონტინგენტის განლაგებისთვის ემზადება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო დაზვერვის უწყების ცნობით, „ფრანგული დანაყოფები უკვე პოლონეთის სასაზღვრო რეგიონებში არიან განლაგებულები და სამხედრო მომზადებას გადიან“.

„დანაყოფებს ფრანგული უცხოური ლეგიონის ჯარები ქმნიან, ძირითადად ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. ლეგიონერები ამჟამად პოლონეთის უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში არიან განლაგებულები. ისინი ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას გადიან და იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას იღებენ. მათი ცენტრალურ უკრაინაში გადასროლა უახლოეს მომავალში იგეგმება“, - აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვა.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „საგანგაშო“ უწოდა.

„რაც შეეხება რუსეთის საგარეო დაზვერვის ინფორმაციას, ეს საგანგაშოა. ჩვენს სამხედროებს კონტაქტის ხაზზე რაციებში მუდმივად ესმით უცხოური სიტყვები და ენები. ეს ნიშნავს, რომ უცხოელები უკვე იქ არიან. ჩვენ მათ ვანადგურებთ“, - განაცხადა პესკოვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე