შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ ეხება პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი გიორგი გახარიას პარტიას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ ეხება მათი საკონსტიტუციო სარჩელი პარტიას „გახარია-საქართველოსთვის“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მთავარი სამართლებრივი ხაზი არჩევნების საბოტაჟი იქნებოდა, თუმცა პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ მანდატები შეინარჩუნა და დღეს საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო.

„3 პარტიას ეხება, თუმცა ამავე დროს მიგითითეთ, რომ არიან ამ პარტიებთან დაკავშირებული პარტიები, მაგრამ ვინაიდან ერთ-ერთი, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტით დამკვიდრებული კრიტერიუმი არის, რომ პარტია არა მხოლოდ თავისი ქცევით უნდა არღვევდეს კონსტიტუციას, არამედ რეალურ საფრთხეს უქმნიდეს კონსტიტუციურ წყობილებას. ამიტომ, ერთკაციან და არარელევანტურ პარტიებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ჩვენ საჩივარი არ გვაქვს.

რაც შეეხება „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიას, ორ კრიტერიუმს ეფუძნება ჩვენი მოთხოვნა - პირველი არის არაკონსტიტუციურობის დასაბუთება, მეორე არის თვითონ პარტიის რელევანტურობა. „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა, მათ იმ ნაბიჯით, რომ თავის დროზე მანდატები შეინარჩუნეს, რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებდნენ და დღეს განაახლეს კიდეც და ამ მხრივ, ამ არგუმენტისაგანაც თავი გაითავისუფლეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ „სამართლებრივად თავი დაიძვრინა“.

„ერთ-ერთი მთავარი დასაბუთება, მაგალითად, „ლელოსთან“ დაკავშირებით ის არის, რომ იყვნენ არჩევნების საბოტაჟის, არჩევნების არაღიარების მონაწილეები და დღესაც გაუქმებული აქვთ მანდატები. ამიტომ, ეს სამართლებრივი ხაზი „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიასთან დაკავშირებით ორი მიზეზის გამო არ არის. მართალია არ დადიოდნენ, თუმცა, მანდატები შენარჩუნებული ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ, პარლამენტში აქტიური სამუშაო განაახლეს, სამართლებრივად დაიძვრინეს თავი. არის ორი პროცესი, ერთი არის საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც 500-გვერდიანი დოკუმენტი მოამზადა, რომელზეც რეზოლუციაც არის მომზადებული და რომელმაც პოლიტიკური შეფასება მისცა სხვადასხვა საკითხს. რაც შეეხება კონსტიტუციურ სარჩელს, ჩვენ მივიღეთ რეზოლუცია ამ ანგარიშზე დაყრდნობით და პარლამენტმა საკუთარი პოლიტიკური შეფასება მისცა ყველას ქცევას, მათ შორის გახარიას პარტიას და სხვებს. ახლა ჩვენ გადავდივართ სამართლებრივ შეფასებაზე. აქ მნიშვნელოვანია, გვქონდეს მტკიცებულებები, მყარი სამართლებრივი არგუმენტები, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიაროს. სადაც გვქონდა მტკიცებულებები და მყარი სამართლებრივი არგუმენტები, იმ პარტიებთან დაკავშირებით მივმართავთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი