„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით ამ ეტაპზე აღარ მიმართავს

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით ამ ეტაპზე აღარ მიმართავს. შესაბამისი განცხადება, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კანონმდებლობით „მოქნილი ინსტრუმენტი“ არსებობს იმისთვის, რომ აღიკვეთოს იმ ადამიანების საქმიანობა, რომლებიც აკრძალულ პარტიებთან იქნებიან დაკავშირებული.

„ჩვენ, ამ ეტაპზე, ინდივიდებთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნა არ გვაქვს, ვინაიდან ინსტრუმენტი, რომელიც მემკვიდრე პარტიის სახით არსებობს, იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები, რომლებიც იქნებიან დაკავშირებული აკრძალულ პარტიებთან, მათი არაკონსტიტუციური პოლიტიკურ საქმიანობა აღკვეთონ ანუ უფრო მოქნილი და ფართო ინსტრუმენტი არის, ვიდრე ეს იქნებოდა, თუკი ჩვენ ინდივიდებისგან შემდგარ სიას ჩამოვაყალიბებდით და ჩვენ ვამჯობინეთ ამ გზით წასვლა, ამ ეტაპზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს