შალვა პაპუაშვილი - ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია - გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩვენ სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას, არის ზუსტად ის, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია, რომელზეც ვიტყოდით, რომ ესენი არიან პოლიტიკოსები, რომელთაც არ უნდა მიეცეთ საშუალება, პოლიტიკური ცხოვრების ნაწილები იყვნენ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებულ სავარაუდო გადაწყვეტილებას შეეხებოდა, იმ შემთხვევაში, თუ ის მოინდომებს ახალი პარტიის შექმნას.

ამასთან, კითხვაზე შესაძლოა თუ არა, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნების“ სარჩელის მიხედვით არაკონსტიტუციური პარტიების მემკვიდრე პარტიად იყოს აღქმული, პაპუაშვილის თქმით, „პირველ ეტაპზე ჯერ საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი გუნდის სარჩელი წარმოებაში უნდა მიიღოს“.

„ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩვენ სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას, არის ზუსტად ის, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია, რომელზეც ვიტყოდით, რომ ესენი არიან პოლიტიკოსები, რომელთაც არ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ პოლიტიკური ცხოვრების ნაწილები იყვნენ. არამედ გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ შემდეგ ვამტკიცოთ, მივიჩნიოთ დაკავშირებულად თუ არ მივიჩნიოთ, ჩვენი გადმოსახედიდან. პირველი ეტაპი არის ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა სამ პარტიასთან დაკავშირებით, ვნახოთ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს სარჩელი, იყოს მსჯელობა. მივიდეთ ჯერ პროცესამდე. საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ამის შემდეგ ვნახოთ ვინ რა დასკვნას გამოიტანს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე