ევროკომისიის პრესსპიკერი - ევროკავშირი უკრაინისთვის რეპარაციული სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით ლიდერების მიერ გამოთქმულ შეშფოთებას იკვლევს

უკრაინისთვის რეპარაციული სესხის გაცემასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა მოუსმინა ლიდერების დონეზე გამოთქმულ შეშფოთებას და ამ კითხვებსა და შეშფოთებას იკვლევს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა.

„არსებობს მთელი რიგი პრინციპები, რომლებზეც ხელახლა ისაუბრეს, მათ შორის თავად პრეზიდენტმა, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის თვალსაზრისით, ეს აბსოლუტურად კრიტიკულია. ასე რომ, სწორედ ამ ფარგლებში ვაკვირდებით ამას და უზრუნველვყოფთ, რომ ვუპასუხოთ წამოჭრილ შეშფოთებას და კითხვებს, განსაკუთრებით ბელგიის პრემიერ-მინისტრის მიერ გასულ კვირას წამოჭრილ კითხვებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა ვერ დაამტკიცეს გეგმა კიევისთვის გამოყოფილი სესხის დასაფინანსებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიღებას ბელგიის მხრიდან გამოთქმულმა შეშფოთებამ შეუშალა ხელი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე