თინა ბოკუჩავა - მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგურუ სასამართლო რომელ პარტიას გააუქმებს - პირიქით, ეს შეიძლება გახდეს შესაძლებლობა, რათა ერთიან ფრონტში გავერთიანდეთ - „ლელოს“ კი „არჩევნებში" კოლაბორაციამაც არ უშველა

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგურუ სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლოდ წოდებული, რომელ პარტიას გააუქმებს და არ გააუქმებს - ერთადერთი, რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილი და ივანიშვილის სხვა ამფსონები,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ აღნიშნული ქმედება შეიძლება იქცეს შესაძლებლობად, რათა დემოკრატიული პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ და ერთიანობით დაამარცხონ ბიძინა ივანიშვილი.

„პარტია არის ადამიანების ერთობა, რომლებიც იბრძვიან ერთი მიზნისთვის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იბრძვის უკეთესი, ევროპული, დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეებს აქვთ თვითრეალიზაციისა და კეთილდღეობის შანსი და ამ იდეისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, მათ შორის, იმ პარტიებთან ერთად, რომლებსაც ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება. პირიქით, ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობა, იმისთვის, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ებრძვიან ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდას და იბრძვიან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, გავერთიანდეთ ერთიან ფრონტში, ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაში და ჩვენი ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ, ეს მხოლოდ შესაძლებლობად შეგვიძლია ვაქციოთ და ერთადერთი, რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილი და ივანიშვილის სხვა ამფსონები, რომლებიც აიკრძალებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ვეღარასდროს შეძლებენ თავისუფალ ევროპულ სივრცეში შესვლას, რომლებსაც, ასევე, არ ასცდებათ სხვა ტიპის სანქციები“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან ერთად, თინა ბოკუჩავა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელშიც ეხმაურება და ამ კონტექსტში „ლელოს“ არჩევნებში მონაწილეობას უსვამს ხაზს.

„ენმ, „ახალი“, „ლელო“ აიკრძალებაო ანუ „ლელოს“ "არჩევნებში" კოლაბორაციამაც არ უშველა! ეს ცირკი სინამდვილეში დიდი შესაძლებლობაა გაერთიანებისთვის. ან ახლა, ან არასდროს!“- განაცხადა ბოკუჩავამ

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს