სალომე ზურაბიშვილი - „რუსულმა“ რეჟიმმა გადაწყვიტა აკრძალოს სამივე მთავარი ოპოზიციური პარტია - მკაცრად ვგმობ ამ გადაწყვეტილებას, რომლის მიზანი საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმამდე დაყვანაა

საბოლოო ნაბიჯი საქართველოში არსებულ ტერორში! ყველა ინდივიდუალური და კოლექტიური თავისუფლების შეზღუდვის შემდეგ, „რუსულმა“ რეჟიმმა გადაწყვიტა აკრძალოს სამივე მთავარი ოპოზიციური პარტია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანი საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად ქცევაა.

„მკაცრად ვგმობ ამ გადაწყვეტილებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმამდე დაყვანას“, - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს