ლევან სანიკიძე - დღეს რაც მოხდა, შესაძლებლობაა მომაკვდავი პოლიტიკური პროცესის გაცოცხლებისთვის - გამოვიყენოთ ეს შანსი და ვაჩვენოთ რეალური ერთიანობა, არ მჯერა პოლიტიკოსების შერიგების, მაგრამ მორიგების მჯერა

ახლა არის დრო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გამოვიყენოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა და ვაჩვენოთ რეალური ერთიანობა. მე არ მჯერა პარტიების და პოლიტიკოსების შერიგების, მაგრამ მორიგების მჯერა, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს, რითაც სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს.

როგორც ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რიგი პარტიების და საზოგადოების გაერთიანების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გარღვევის შესაძლებლობა იქმნება.

„ივანიშვილმა “გასაუქმებლად” სამი ოპოზიციური ძალა (გ)ამოარჩია - „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ და „ლელო“.

არათუ სისტემურ, არამედ ტექნიკურ ოპოზიციად ოფიციალურად გაფორმდა გახარიას პარტიის ნარჩენები.

დღევანდელი გადმოსახედიდან, „ლელოს“ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა კიდევ უფრო სასაცილოდ გამოიყურება.

დღეს რაც მოხდა, შესაძლებლობაა მომაკვდავი პოლიტიკური პროცესის გაცოცხლებისთვის.

შესაბამისად, ახლა არის დრო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გამოვიყენოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა და ვაჩვენოთ რეალური ერთიანობა.

ბევრი საკითხია გასარკვევი, არაერთ პრინციპზე ვართ შესათანხმებელი, ბევრ თემაზეა ბუნდოვანება მოსახსნელი, მაგრამ რიგი პარტიების (შესაძლებლობების, ადეკვატურობის ფარგლებში) და საზოგადოების გაერთიანების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გარღვევის გაკეთების შესაძლებლობა გვეძლევა.

მე არ ვგულისხმობ ყბადაღებულ “ყველას” ერთობას - ვისაც შნო და უნარი აქვს, ვისთანაც ლაპარაკი და დადებული სიტყვის დაცვა შესაძლებელია მათ გაერთიანებას.

მე არ მჯერა პარტიების და პოლიტიკოსების შერიგების, მაგრამ მორიგების მჯერა“, - წერს ლევან სანიკიძე.

შეგახსენებთ, ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს და სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია